თავში

კერძო კოლექციონერს 5 მაიმუნი გაექცა - VIDEO

კერძო კოლექციონერს 5 მაიმუნი გაექცა - VIDEO
კერძო კოლექციონერს 5 მაიმუნი გაექცა - VIDEO

აშშ-ში, ქალაქ ცინცინატში ღამით ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სასაფლაოზე უცნაური სურათი იხილეს: 5 მაიმუნი ხეზე ცოცავდა. მოქალაქეებმა გამოიძახეს პოლიცია და ცხოველების ვიდეო გადაიღეს. სამართალდამცველთა ინფორმაციით, მაიმუნები კერძო კოლექციონერს გაექცნენ. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ადგილზე  გამოიძახეს ადგილობრივი ზოოპარკის წარმომადგენლობა, რომლის პრესმდივანმა, მიშელ კერლიმ განაცხადა, რომ სიბნელეში მაიმუნების დაჭერა ძალიან რთულია. 

ისინი აფასებენ სიტუაციას, თუ რისი გაკეთება შეიძლება მაიმუნების პატრონთან უსაფრთხოდ დასაბრუნებლად. 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ცხოველთა გაქცევის პირველი შემთხვევა ოჰაიოს შტატში. 10 წლის წინ ზოოპარკიდან უამრავი გარეული ცხოველი გაიქცა. მათი დაჭერის მცდელობისას  49 იშვიათი ჯიშის ცხოველი დაიღუპა: მათ შორის 18 ბენგალიური ვეფხვი, 17 ლომი. ასევე დაიხოცნენ დათვები, მგლები და პავიანის ჯიშის მაიმუნები.

ვიდეო: WLWT

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system