თავში

კიბოს პრევენციის სამი მარტივი საშუალება დასახელდა

​კიბოს პრევენციის სამი მარტივი საშუალება დასახელდა
კიბოს პრევენციის სამი მარტივი საშუალება დასახელდა

ონკოლოგიური დაავადებების გაჩენის მინიმიზაცია სამი მარტივი საშუალებითაა შესაძლებელი. ამის შესახებ გამოცემა Express ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

პირველ რიგში, მედიკოსები ჯანსაღი წონის შენარჩუნების რეკომენდაციით გამოდიან.

კვლევის თანახმად, ეს კიბოს 12 სახეობის პრევენციას ახდენს: ნაწლავის, ძუძუს, ნაღვლის ბუშტის, თირკმლის, ღვიძლის, პირის ღრუს, საყლაპავის, საკვერცხის, პანკრეასის, პროსტატის, კუჭისა და საშვილოსნოსი.

მეორე - ონკოლოგიური დაავადებების რიცხვს მნიშვნელოვნად ამცირებს რეგულარული ფიზიკური აქტივობა.

მესამე გზა ჯანსაღი კვებაა. კერძოდ, სპეციალისტები მეტი ბოსტნეულისა და ხილის, ბურღულეულის, პარკოსანი კულტურების მიღების რეკომენდაციით გამოდიან. ამასთან, საჭიროა წითელი ხორცის, ტკბილი გაზიანი სასმელების ნაკლებად მიღება და ალკოჰოლზე მთლიანად უარის თქმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system