თავში

კოსმოსში გალაქტიკათაშორისი ხიდები აღმოაჩინეს

​კოსმოსში გალაქტიკათაშორისი ხიდები აღმოაჩინეს
კოსმოსში გალაქტიკათაშორისი ხიდები აღმოაჩინეს

ამერიკელი ასტრონომების მიერ, ულტრათანამედროვე აპარატურით ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ კოსმოსში გალაქტიკებს შორის დამაკავშირებელი ხიდები არსებობს, რომლებიც ჩვენთვის აქამდე არსებული ტექნიკით უხილავი იყო. ის ბნელი მატერიისაგან შედგება. ინფორმაციას phys.org ავრცელებს.

მეცნიერების აზრით, კოსმოსის უდიდესი ნაწილი - 80% ჩვენთვის უხილავი ბნელი მატერიებით არის შევსებული, რომლის ფიზიკური თვისებები ჯერ ჯერობით შეუსწავლელია. ადრე მას ვაკუუმური აგრაგატური მდგომარეობის მქონე მატერია ეწოდებოდა, თუმცა ახლა ფიქრობენ, რომ ეს სივრცეები ბევრად მეტი თვისებების მატარებელია, ვიდრე მხოლოდ ვაკუუმი და მასში დიდი საიდუმლოება იმალება.

გალაქტიკათაშორისი ხიდები, რომლებიც დღემდე არსებული ტექნიკისათვის უხილავი იყო, დადგინდა, რომ ფიზიკურად - გრავიტაციულად ურთიერთქმედებს სხვა ხილულ ობიექტებთან.

პენსილვანიის უნივერსიტეტის ასტრონომებმა, აღნიშნული უხილავი მატერიის დაფიქსირება, მისი ხილულ კოსმოსურ ობიექტებზე ურთიერთქმედების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე შეძლეს და ამით ის სპეციალურ კოსმოსურ რუკაზე განალაგეს.

რუკაზე ჩანს, რომ ბნელი მატერია სხვადასხვა გალაქტიკას ერთმანეთთან სპეციალური ხიდებით აკავშირებს.

სურათებზე წითლად აღნიშნულია ხილული გალაქტიკები, X-ით აღნიშნულია ჩვენი გალაქტიკა, ყვითლად აღნიშნულია გალაქტიკათაშორისი ხიდები, ხოლო შავი ისრებით - ობიექტების გრავიტაციული ურთიერთქმედება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system