თავში

ლაოსში იდუმალი ,,დოქების ხეობის’’ ასაკი ცნობილია - PHOTO

​ლაოსში იდუმალი ,,დოქების ხეობის’’ ასაკი ცნობილია
ლაოსში იდუმალი ,,დოქების ხეობის’’ ასაკი ცნობილია - PHOTO
© Plain of Jars Archaeological Project

ჩრდილოეთ ლაოსში, ვიეტნამის საზღვართან მდებარე ხეობა დაფარულია უძველესი დროის ქვიშაქვით დამზადებული მასიური დოქებით. ეს ადგილი ერთგვარი სასაფლაო იყო. აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ის 2 000 წლის იყო, თუმცა ახალი კვლევებით დადასტურდა, რომ გიგანტური დოქები, რომელშიც მიცვალებულებს ათავსებდნენ, 3 000-ზე მეტი წლისაა. ინფორმაციას Livescience ავრცელებს.

მელბურნის უნივერსიტეტის არქეოლოგ ლუიზა შევანის თქმით, ამ ადგილს სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა და ის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე გამოიყენებოდა. იდუმალი ,,დოქების ხეობა’’ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. ტერიტორიაზე დაახლოებით 400 დოქია მოთავსებული, რომლებიც 24 ჰექტარზე ვრცელდება.

მეცნიერებმა საფლავების განსხვავებული შედგენილობა აღმოაჩინეს ,,დოქების ხეობაში’’. მთავარ საფლავებში ნაპოვნია ადამიანის მთლიანი ჩონჩხი, ხოლო დოქების გვერდით ასევე აღმოჩენილია ცალკეული ძვლები.

მეცნიერებმა კვლევები რადიოაქტიური ნახშირბადით დათარიღების გზით ჩაატარეს, რითიც გაირკვა, რომ დოქები 3 000-ზე მეტი წლისაა, თუმცა მათში მოთავსებული ადამიანების ნეშტი, რომელიც დღემდე შემორჩა, ძირითადად მე-9-ე - მე-12-ე საუკუნეებით თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით.

საკითხი, თუ რამდენი ადამიანის დასასაფლავებლად გამოიყენებოდა თითოეული დოქი, არქეოლოგებს შორის დავის საგანია.

,,დოქების ხეობა’’ ერთ ერთი უძველესია, მსოფლიოს სხვა და სხვა ისტორიულ სასაფლაოებს შორის.

ფოტოგალერეა: Plain of Jars Archaeological Project

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system