თავში

მაიმუნი ნეიროჩიპით გონების ძალით "პონგს" თამაშობს - VIDEO

მაიმუნი ნეიროჩიპით გონების ძალით "პონგს" თამაშობს
მაიმუნი ნეიროჩიპით გონების ძალით პონგს თამაშობს - VIDEO

კომპანია Neuralink, რომელიც ნეიროკომპიუტერის შექმნაზეა ორიენტირებული ვიდეოს ავრცელებს, სადაც ნაჩვენებია მაიმუნი, რომელიც "გონების ძალით" ვიდეო-თამაშ "პონგს" თამაშობს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ბლოგზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკის კომპანიამ 9 წლის მაკაკას ტვინში Neuralink-ის ნეიროჩიპი ჩაუდგა, რომელიც აკვირდებოდა ტვინის აქტივობას და შეისწავლის, ტვინის რომელი ნაწილი რაზეა პასუხისმგებელი. 

თავდაპირველად, მაიმუნს ჯოისტიკის დახმარებით ათამაშებდნენ, რა დროსაც ის საჩუქრად ბანანებსაც ხშირად იღებდა. ამის შემდეგ ნეიროჩიპმა დაიმახსოვრა, ტვინის რომელი ნაწილები იყო პასუხისმგებელი მაიმუნის მოძრაობებზე და საკმარისი ინფორმაციის დაგროვების შემდეგ, მათი სტიმულირების საშუალებით მოახერხა "გონების ძალის" განვითარება. 

მაიმუნმა შეძლო "პონგის" თამაში ისე, რომ ხელის გამოყენება საერთოდ აღარ იყო საჭირო. 

ილონ მასკის განცხადებით, ნეიროჩიპები ძალიან მალე პარალიზებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, "დაწერონ Tweet-ი იმაზე სწრაფად, ვიდრე ისინი, ვინც ამისთვის თითებსა და სმარტფონს იყენებენ". მისივე თქმით, მომავალში Neuralink-ის ჩიპები პარალიზებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, ისევ შეძლონ გადაადგილება. ამასთან, ჩიპი უსადენო საშუალებით დაიმუხტება, ამიტომ ადამიანი თავს კიბორგად არ იგრძნობს. 

"ეს საოცრებაა. პირველი ნაბიჯები ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის შერწყმისა," - წერს ილონ მასკის ერთ-ერთი მიმდევარი Twitter-ზე, რაზეც მასკი პასუხობს "დიახ".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system