თავში

მარსის შემსწავლელი აპარატი საფრთხეშია

​მარსის შემსწავლელი აპარატი საფრთხეშია
მარსის შემსწავლელი აპარატი საფრთხეშია

ამერიკის NASA-ს მიერ მარსის შემსწავლელი აპარატი სახელწოდებით ,,InSight’’, რომელიც წითელ პლანეტაზე 2018 წელს დაეშვა, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. მას მუშაობისათვის აუცილებელი ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს და საჭირო გახდა მისი ჰიბერნაციის რეჟიმზე გადაყვანა. ინფორმაციას Science Alert ავრცელებს. 

800 მილიონი დოლარის ღირებულების მქონე აპარატი მარსის ზედაპირზე, ელიზიუმის დაბლობზე იყო დაშვებული. 2018 წლიდან დღემდე მან 500-ზე მეტი სხვა და სხვა მაგნიტუდის მიწისძვრა და 10 ათასზე მეტი ქვიშიანი ქარიშხალი დააფიქსირა. აპარატი მიღებულ ინფორმაციას ამუშავებდა და დედამიწაზე აგზავნიდა, რისი მეშვეობითაც, არა მხოლოდ წითელი პლანეტის ზედაპირი, არამედ მიწის ქვეშ პლანეტის ყველაზე ღრმა შუაგული ბირთვის გამოკვლევაც მიმდინარეობდა.

თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში მარსზე ზამთარი დაიწყო, რამაც შეამცირა აპარატის მზის ბატარეების კვება. გარდა ამისა, მარსის მტვრიანი ატმოსფეროსა და ქვიშიანი ქარიშხლების გამო თვითონ აპარატიც თითქმის მთლიანად მტვრით არის დაფარული, რაც საბოლოო ჯამში შეუძლებელს ხდის მისი მუშაობისათვის საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავებას ფოტოელემენტებიდან.

მარსის შემსწავლელი მოწყობილობის ჰიბერნაციის რეჟიმზე გადაყვანით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზაფხულის დადგომამდე, ვიდრე ნორმალური კვება არ აღდგება, აპარატი დაძინებული იქნება ისე, რომ მთლიანად არ გამოირთოს. ასევე მიუხედავად იმისა, რომ ქვიშის ქარიშხლები მას მტვრით ფარავს, მეორე მხრივ ძლიერი ქარის დროს შესაძლებელია ქვიშით დაფარული აპარატის გადაწმენდა და გასუფთავება, რითაც მისი ფოტოელემენტები ისევ მოქმედებაში მოვა.

პრობლემას წარმოადგენს ასევე მარსის კლიმატიც, ზამთარში ტემპერატურა იქ ცელსიუსით -90 გრადუსამდე ეცემა, რაც აპარატის აკუმლატორისთვის რისკის შემცველია.

InSight-ის ელექტრომომარაგების დეფიციტმა NASA-ს წარმომადგენლობას აიძულა შეეწყვიტათ მარსის მიწისმთხრელი ზონდის მუშაობაც, რომელსაც ნიადაგქვეშა ტემპერატურა უნდა გაეზომა პლანეტის ქერქში. ასევე ვეღარ ხერხდება ინფორმაციის მიღება ახალი მიწისძვრებისა და ამინდის თაობაზე. თუ აპარატი მძინარე მდგომარეობაში ზაფხულამდე გაძლებს, კვლევითი სამუშაოები ივლისში განახლდება და 2022 წლამდე გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system