თავში

მარსზე 2030 წელზე ბევრად უფრო ადრე დავჯდებით - ილონ მასკი

მარსზე 2030 წელზე ბევრად უფრო ადრე დავჯდებით - ილონ მასკი
მარსზე 2030 წელზე ბევრად უფრო ადრე დავჯდებით - ილონ მასკი

 SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი  Starship, მარსზე უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში გაფრინდება. ამის შესახებ, კომპანიის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა.

”SpaceX-ი Starships-ის ხომალდს მარსზე 2030 წლამდე გაცილებით უფრო ადრე დაჯდება”, - დაწერა მასკმა სოციალურ ქსელში. 

ის ასევე განმარტავს, რომ მთავარი პრობლემა პლანეტაზე ადამიანის მიყვანა კი არა, არამედ მასზე "თვითკმარი ბაზის" შექმნაა. 

ილონმა ადრეც ისაუბრა მარსზე ადამიანის საცხოვრებლად მუდმივი ბაზის შექმნის ამოცანის სირთულეზე და ეს პლანეტის "დაპყრობის" მთავარ შემაკავებელ ფაქტორად მიიჩნია. რაც შეეხება ფრენებს, მისი აზრით, ეს 4-6 წელიწადში უკვე შესაძლებელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) მარსის ათვისების შესაძლებლობას მხოლოდ 2030-იანი წლების შუა ხანებში მოიაზრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system