თავში

მაშველებმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გასაჭირში მყოფი კატა გადაარჩინეს - PHOTO

მაშველებმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გასაჭირში მყოფი კატა გადაარჩინ
მაშველებმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გასაჭირში მყოფი კატა გადაარჩინეს - PHOTO

მაშველებმა გასაჭირში მყოფი კატა გადაარჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე კატა რამდენიმე დღის განმვალობაში რკინის კონსტრუქციაში იყო გაჭედილი და მისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებდა.

"ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ინიციატორის მომართვის საფუძველზე, გასაჭირში მყოფ კატას დახმარება აღმოუჩინეს. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რკინის კონსტრუქციაში გაჭედილი კატა რამდენიმე დღის განმავლობაში ტერიტორიიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. მეთევზეებს მისი ხმა ესმოდათ, თუმცა დახმარება თავად ვერ შეძლეს. ჩვენმა მაშველებმა კატა უვნებლად დაუბრუნეს ბუნებრივ არეალს. დღეიდან მასზე ადგილობრივი მოსახლეობა იზრუნებს."- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system