თავში

მექსიკაში უძველესი დათვის დნმ აღმოაჩინეს

​მექსიკაში უძველესი დათვის დნმ აღმოაჩინეს
მექსიკაში უძველესი დათვის დნმ აღმოაჩინეს

მექსიკაში, ჩიკიუიტეს გამოქვაბულში მეცნიერებმა ნიადაგის ნიმუშებიდან უძველესი დათვის დნმ აღმოაჩინეს. გამოქვაბულში ასევე ნაპოვნია 30 000 წლის წინანდელი ქვის იარაღები და სხვა საყოფაცხოვრებლო ნივთები, რომლებიც ადასტურებენ, რომ იქ ადამიანები ცხოვრობდნენ. თუმცა სავარაუდოდ, მანამდე გამოქვაბული სწორედ ცხოველების საცხოვრებელი ადგილი უნდა ყოფილიყო. ინფორმაციას ScienceAlert ავრცელებს.

გამოქვაბულში ასევე ნაპოვნია დანარჩენი დათვების, მღრღნელების, ღამურების, თაგვების და სხვა ცხოველების დნმ-ის ნარჩენები და ძვლები. ნიმუშებიდან, მეცნიერებმა სრულყოფილად შეძლეს ორი დათვის გენომის აღდგენა. ისინი გვიანი პალეოლითის ხანის დროინდელია.

მეცნიერებმა ჩიკიუიტეს გამოქვაბულში აღმოჩენილი უძველესი დათვების გენომები, დღევანდელი დათვების დნმ-ს შეადარეს, რითიც დადგინდა, რომ ისინი თითქმის ერთნაირები იყვნენ.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გენეტიკოსის, ესკე ვილერსლევის თქმით, ,,სეკვენირების’’ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, შესაძლებელია ნიადაგში აღმოჩენილი უძველესი ცხოველების თმის, შარდისა და განავლის ნიმუშებიდან მათი დნმ-ის სრულად აღდგენა. აქედან გამომდინარე, ამ ტექნოლოგიით ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია გავიგოთ ცხოველთა სამყაროს წარსულის შესახებ.

ესკე ვილერსლევი აღნიშნავს, რომ მექსიკაში გამოქვაბულის ნიადაგში ნაპოვნი უძველესი დათვის გენომის სრული აღდგენით, აბსოლუტურად ახალი ეპოქა დგება გენეტიკურ ტექნოლოგიებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system