თავში

მეცნიერების თქმით, გენერალური დალაგება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

​მეცნიერების თქმით, გენერალური დალაგება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
მეცნიერების თქმით, გენერალური დალაგება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

თუ თქვენ სეზონური ალერგია გაწუხებთ, მისი შემსუბუქება გენერალური დალაგების დახმარებით სცადეთ, - ასეთი რეკომენდაციით ამერიკის ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის კოლეჯის (ACAAI), სპეციალისტები გამოვიდნენ. მათი თქმით, ეს არა მხოლოდ საგაზაფხულო სიმპტომებს შეასუსტებს, ასევე მოაშორებს ალერგენებს, რომლებიც სახლში არსებობს.

"თუ თქვენ გენერალურ დალაგებას რეგულარულად არ ატარებთ, იფიქრეთ იმაზე, რომ წელს ეს აუცილებლად დანერგოთ პრაქტიკაში", - ამბობს ალერგოლოგი და ACAAI-ს პრეზიდენტი თოდ მარი.

მისი თქმით, კარგი დალაგება ანადგურებს მტვერს, ობს და ალერგიის სხვა აღმძვრელ ფაქტორებს.

მარის თქმით, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ შემოდგომა და გაზაფხული ის დროა, როდესაც მათი სეზონური ალერგია აქტიურდება. ამასთან, ყველამ არ იცის, რომ სახლში არსებული ალერგენები გაცილებით უფრო საშიშია. გენერალური დალაგება კი მათ რიცხვს ამცირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system