თავში

მეცნიერებმა ბოზე-აინშტაინის კონდენსატის ახალი ფაზა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ბოზე-აინშტაინის კონდენსატის ახალი ფაზა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ბოზე-აინშტაინის კონდენსატის ახალი ფაზა აღმოაჩინეს

ბონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აგრეგატული მდგომარეობის, ბოზე-აინშტაინის კონდენსატის ახალი ფაზა აღმოაჩინეს. 

კონდენსატი ფოტონებიდან მიიღეს, რომელიც სპეციალურ რეზონატორში იყო განთავსებული. ექსპერიმენტის ფარგლებში, ორი მრუდი სარკე ერთმანეთისგან მიკრომეტრებით იყო დაშორებული. მათ შორის არსებული სივრცე კი სპეციალური ხსნარით გააცივეს. 

ჩვეულებრივ, ამგვარი ექსპერიმენტების დროს, დაკვირვების ობიექტში დიდი რაოდენობით ფოტონი ხვდება. მყარ მდგომარეობაში გადასვლის შემდეგ, ისინი  ერთმანეთისგან განურჩევლები ხდებიან. ახალი ექსპერიმენტის ფარგლებში, რეზონატორს ნახევრად გამჭვირვალე სარკეები დაემატა, რაც სისტემას არც მყარ მდგომარეობაში გადასვლის შესაძლებლობას აძლევს და არც რხევების დახშობის საშუალებას.

ასეთი გზით, შეიქმნა გარდამავალი მდგომარეობა რხევების ფაზასა და დახშობის ფაზას შორის, სადაც ვიბრაციის ამპლიტუდა მცირდება. ბოზე-აინშტაინის კონდესანტის ახალი ფაზა, სინათლის ველის ახალი მდგომარეობაა. 

ცნობისთვის, ბოზე-აინშტაინის კონდენსატის მდგომარეობა მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ტემპერატურა აბსოლუტურ ნულს უახლოვდება, ამ დროს ნივთიერებაში არსებული ატომები თითქოს ერთ ნაწილაკად იქცევიან. მეცნიერებს ეს მდგომარეობა სწორედ იმის გამო აინტერესებთ, რომ შესაძლებელი ხდება კვანტური ეფექტების მიკროსკოპულ დონეზე შესწავლა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system