თავში

მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ მოქმედებს კორონავირუსი თავის ტვინზე

მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ მოქმედებს კორონავირუსი თავის ტვინზე
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ მოქმედებს კორონავირუსი თავის ტვინზე

ბრიტანელმა და შვეიცარიელმა ბიოლოგებმა შეისწავლეს თუ რა დაზიანებას აყენებს თავის ტვინს კორონავირუსი. მათ კვლევა ჩაატარეს თაგვების თავის ტვინში და იქ დაზიანებები აღმოაჩინეს.

თავდაპირველად, კორონავირუსის ახალი ინფექცია გამოვლინდა, როგორც მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), მაგრამ შემდგომმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ვირუსი გავლენას ახდენს სხვა ორგანოებზეც, ესენია თირკმელები, გული, ფილტვები და თავის ტვინი .

მეცნიერების თქმით, COVID-19-ის დაავადების დროს და მის შემდეგ ბევრი ადამიანი უჩივის მეხსიერების პრობლემებს, კოგნიტურ დაქვეითებას, უძილობას, შფოთვას, აგრეთვე დამახასიათებელ "ტვინის ნისლს", რაც გამოიხატება ძილიანობაში, აპათიაში, რეაქციის შემცირებაში, გონების გაფანტვასა და დაღლილობაში. ხანდაზმულ პაციენტებში კორონავირუსი ამძაფრებს ალცჰეიმერის, პარკინსონისა და დემენციის სხვა გამოვლინებებს.

ციურიხისა და ლივერპულის უნივერსიტეტების მეცნიერებმა გამოიყენეს გენეტიკურად მოდიფიცირებული თაგვები ადამიანის hACE2 რეცეპტორებით. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ვირუსის შეყვანიდან შვიდი დღის შემდეგ ვირუსი თავის ტვინში სუნის ბოლქვის საშუალებით მივიდა.

მკვლევარებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ ვირუსი ვრცელდება ყნოსვის ეპითელიუმში და ყნოსვის ბოლქვის ნეირონებში და ის უფრო ფართოდ ვრცელდება თავის ტვინსა და ზურგის ტვინში.

მათ აღნიშნეს, რომ თავის ტვინის წინ ქერქის რამდენიმე უბანია პასუხისმგებელი მეხსიერებაზე, ყურადღებაზე და ამგვარ ფუნქციებზე, რომელთა დაქვეითებაც ინფექციის დროს შესაძლებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system