თავში

მეცნიერებმა შექმნეს კომპაქტური მაკარონი რომელიც მოძრაობს - VIDEO

​მეცნიერებმა შექმნეს კომპაქტური მაკარონი რომელიც მოძრაობს
მეცნიერებმა შექმნეს კომპაქტური მაკარონი რომელიც მოძრაობს - VIDEO

მეცნიერებმა ახლებური, ბრტყელი ფორმის მაკარონი შექმნეს, რომელიც კომპაქტურია და არ იკავებს დიდ ადგილს. შესაბამისად, მისი შეფუთვა და ტრანსპორტირება უფრო ადვილია. გარდა ამისა, მაკარონი უფრო სწრაფად იხარშება, ხოლო ცხელ წყალში მოთავსებისას და შემდეგ თეფშზე დადებისას ის მოძრაობს და ფორმას იცვლის. ინფორმაციას Sciencealert ავრცელებს.

ახალი ბრტყელი მაკარონი შეფუთვაში 60%-ით ნაკლებ ადგილს იკავებს, საჰაერო სივრცის საჭიროების არქონის გამო. მაკარონის მოხარშვას 7-12 წუთი ესაჭიროება, რა დროშიც ის სრულიად იცვლის ფორმას. მეცნიერების აზრით, ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვნად შეამცირებს მაკარონის შეფუთვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო რესურსების ხარჯვას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მივაწოდოთ პროდუქტი გაჭირვებულ და სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს. აღნიშნული მაკარონის შეტანა იგეგმება კოსმოსურ მისიებში მონაწილე ხომალდების ბორტზეც, სადაც სივრცეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

ვიდეო: ScienceAlertVideos

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system