თავში

ნაომი კემპბელმა მისი ფანები გააოგნა - 50 წლის სუპერმოდელი დედა გახდა

ნაომი კემპბელმა მისი ფანები გააოგნა - 50 წლის სუპერმოდელი დედა გახდა
ნაომი კემპბელმა მისი ფანები გააოგნა - 50 წლის სუპერმოდელი დედა გახდა

ნაომი კემპბელის უცნაური ხასიათი ამჯერად მისი ოჯახის დაგეგმვაში გამოვლინდა. 50 წლის ინგლისელმა მოდელმა მისი ფანები შოკში ჩააგდო და უეცრად გამოაცხადა, რომ ის უკვე დედაა. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail ავრცელებს. 

მოდელმა 4 წლის წინ განაცხადა, რომ თანამედროვე მეცნიერების წყალობით ნებისმიერ დროს შეძლებდა მშობელი გამხდარიყო. 49 წლის ასაკში კი ნაომიმ თქვა, რომ ის ჯერ მზად არ იყო დედა გამხდარიყო, თუმცა ამის სურვილი ნამდვილად ჰქონდა. ამასთან, არ უნდოდა, რომ ბავშვი მამის გარეშე გაზრდილიყო. 

სუპერმოდელმა მისი Instagram გამომწერები შოკში ჩააგდო. მან მოულოდნელად განაცხადა, რომ უკვე დედაა და პატარას ფეხების სურათიც გამოაქვეყნა. მეტი ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ მიუწოდებია, თუმცა "პატარა ანგელოზის" სიყვარულზე უკვე ემოციურად ალაპარაკდა.

"ამ პატარა ლამაზმა საოცრებამ მე ამირჩია დედად, ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა და სიტყვები არ მყოფნის რამხელა კავშირს ვგრძნობ ჩემს ანგელოზთან. ამაზე მეტი სიყვარული არ არსებობს", - წერს მოდელი ინსტაგრამზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system