თავში

NASA კოსმოსში უძლიერეს ტელესკოპს გააგზავნის - VIDEO

​NASA კოსმოსში უძლიერეს ტელესკოპს გააგზავნის
NASA კოსმოსში უძლიერეს ტელესკოპს გააგზავნის - VIDEO

 NASA კოსმოსში უზარმაზარი და ზემძლავრი ტელესკოპის გასაშვებად ემზადება. გაფრენა 2021 წლის 31 ოქტომბრისთვის, საფრანგეთის გვიანის კოსმოდრომიდან იგეგმება. ტელესკოპი მზის სისტემაში სპეციალურ გრავიტაციულ ზონაში უნდა მივიდეს, სადაც ის მზისა და დედამიწის მიმართ ფიქსირებულ მდგომარეობაში განთავსდება. ინფორმაციას Forbes ავრცელებს. 

James Webb Space Telescope ყველაზე დიდი და მძლავრია, ოდესმე შექმნილ ტელესკოპებს შორის. ის საშუალებას მოგვცემს, ამოვხსნათ ჩვენი მზის სისტემის საიდუმლოებანი, შევისწავლოთ სხვა ვარსკვლავების გარშემო მბრუნავი პლანეტები და გამოვიკვლიოთ სამყაროს წარმომავლობა.

ამჟამად, James Webb Space Telescope საბოლოო გამოცდას გადის კალიფორნიაში, Northrop Grumman-ის საწარმოში, რომელიც ავისკოსმოსური ხომალდებზე, თანამედროვე სამხედრო აპარატურასა და ინფორმაციულ-ელექტრონულ ტექნოლოგიებზე მუშაობს. ტელესკოპის შექმნა ამერიკის, ევროპისა და კანადის კოსმოსური სააგენტოების საერთო დაფინანსებით განხორციელდა. 

ვიდეო: James Webb Space Telescope (JWST)

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system