თავში

ორსულმა ქალმა ექოსკოპიის სურათზე ბავშვის გვერდით იდუმალი "სახე" დაინახა

ორსულმა ქალმა ექოსკოპიის სურათზე ბავშვის გვერდით იდუმალი "სახე" დაინახა
ორსულმა ქალმა ექოსკოპიის სურათზე ბავშვის გვერდით იდუმალი სახე დაინახა

ბრიტანეთში ორსულმა ქალმა ულტრაბგერითი გამოკვლევის სურათზე ბავშვის გვერდით უცნაური გამოსახულება დაინახა, რომელიც სახეს ჰგავდა.

ინგლისის ქალაქ ლოუსტოფტის 36 წლის მკვიდრმა, ჰანა ჰოგსონმა, გამოკვლევის სურათი სოციალურ ქსელში განათავსა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მან აღნიშნა, რომ ფოტოზე გამოსახულია Honey Monster - მულტფილმის პერსონაჟი მარცვლეულის რეკლამიდან.

"ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, ბავშვს ვუყურებდი და არა სკანირების დანარჩენ ნაწილს. მეგონა, ექიმმა რაიმე უჩვეულო შენიშნა, მაგრამ შემდეგ ბავშვმა ისე ძლიერად დამარტყა, რომ ყურადღება მთლიანად მასზე გადავიტანეთ", - განაცხადა ჰანამ.

ულტრაბგერითი სურათის შესახებ შეიტყო კომპანია Honey Monster Puffs-მა და განაცხადა, რომ მომხდარით აღფრთოვანებულია.

"ჩვენ ძალიან გაგვიხარდა ამის მოსმენა. Honey Monster-ს უყვარს ყველა ადამიანის გახარება და სიამოვნება", - განაცხადეს კომპანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system