თავში

პარაცეტამოლის ჭარბი დოზირება საშიშია

პარაცეტამოლის ჭარბი დოზირება საშიშია
პარაცეტამოლის ჭარბი დოზირება საშიშია

ექიმებმა დაადგინეს, რომ საკმაოდ პოპულარული ტკივილგამაყუჩებლის - პარაცეტამოლის ჭარბმა დოზირებამ, ან გარკვეულ დროზე უფრო ხანგრძლივმა გამოყენებამ, შესაძლოა, მძიმე გავლენა მოახდინოს ადამიანის ორგანიზმზე. ინფორმაციას ინგლისის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით, express.co.uk ავრცელებს.

სპეციალისტების განმარტებით, პარაცეტამოლის ზედოზირების ყველაზე ხშირი შედეგი გულისრევა და ღებინებაა. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, პრეპარატის ჰეპატოტოქსიკური დოზის მიღების შემდეგ რამდენიმე საათში ვლინდება. მედიკამენტის ჭარბი დოზირება ასევე იწვევს ძილიანობას, სიყვითლესა და ტკივილს, მუცლის მარჯვენა ზედა მხარეს.

პარაცეტამოლის მოქმედი ნივთიერება სხვა ტკივილგამაყუჩებლებთან შედარებით, დიდი ოდენობით მიღებისას უფრო ტოქსიკურია ღვიძლისათვის, რადგანაც მისი დაშლის დროს ჰეპატოტოქსიკური მეტაბოლიტები წარმოიქმნება. აქედან გამომდინარე, ჰიპერდოზირების შემთხვევაში, ღვიძლის დაზიანების რისკი დიდია. დაუშვებელია პრეპარატის ალკოჰოლთან ერთად მიღება. ეს კომბინაციაც ასევე ღვიძლს აზიანებს. პარაცეტამოლის ერთჯერადად კიდევ უფრო დიდი დოზით მიღებამ შესაძლოა სიკვდილიც გამოიწვიოს. ასევე კლინიკურ სურათს გვაძლევს ქრონიკული ინტოქსიკაცია, თუ ის სისტემატიურად, ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება მიღებული.

პარაცეტამოლი საკმაოდ ცნობილი და პოპულარული მედიკამენტია. დადგენილია მისი მაღალი ეფექტურობა სიცხის დამწევი საშუალების თვალსაზრისით. ასევე მას გააჩნია ზომიერად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც.

აღსანიშნავია, რომ პარაცეტამოლი რეკომენდირებულ დოზებში და ექიმის მიერ მითითებულ ვადებში მკურნალობისას, არ იწვევს ღვიძლის დაზიანებას. ის საკმაოდ უსაფრთხო მედიკამენტია, თუ სახეზე არ გვაქვს მისი გამოყენების უკუჩვენებები. თუმცა, სპეციალისტები ორსულობის პერიოდში მის გამოყენებას არ გვირჩევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system