თავში

პინგვინი ანტარქტიკაში ტურისტებს ნავში ჩაუხტა - VIDEO

პინგვინი ანტარქტიკაში ტურისტებს ნავში ჩაუხტა - VIDEO
პინგვინი ანტარქტიკაში ტურისტებს ნავში ჩაუხტა - VIDEO

ანტარქტიკაში პინგვინს ცელნამგალა ვეშაპების გუნდი დაედევნა და გასაქანი არ მისცა. ვეშაპების ეს სახეობა ზღვის ბინადართა შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო აგრესიულ ცხოველად ითვლება. პინგვინმა თავის შველა ტურისტების ნავში ჩახტომით სცადა.

პინგვინი ერთ მომენტში წყლიდან ამოხტა, თუმცა პირველ ჯერზე ტურისტების ნავში ჩახტომა ვერ მოახერხა. ცხოველი ნავის კიდეს დაენარცხა და წყალში ჩასრიალდა. გადარჩენისთვის მებრძოლი პინგვინი დანებებას არ აპირებდა და მეორე მცდელობაზე ტურისტების ნავში ამოყო თავი. უნიკალური მომენტი ბლოგერმა მეთ კარსტენმა და მისმა მეუღლემ დააფიქსირეს. ვიდეო წყვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system