თავში

პირველი ირანელი ქალი მეზღვაური

პირველი ირანელი ქალი მეზღვაური
პირველი ირანელი ქალი მეზღვაური

კოვსარ სადეგი მონფარედი პირველი ირანელი ქალი მეზღვაურია. მან მუშაობა კასპიის ზღვაში საპორტო ქალაქ ფერეიდუნკენარში დაიწყო. მის ისტორიას IFP News ავრცელებს.

სადეგი მონფარედმა საზღვაო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ირანის ქალაქ ხორმაშარში დაამთავრა. ის ჯერ 22 წლისაა.

”სქესი არ შეიძლება იყოს ბარიერი ადამიანის მიზნების მისაღწევად და ამ სფეროში მოღვაწეობით მინდა ტაბუს დანგრევა, იმგვარად, რომ სამუშაო ადგილები აღარ იყოს გენდერულად ორიენტირებული”, - თქვა სადეგი მონფარედმა.

სადეგი იმედოვნებს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, შეძლებს პროგრესს და ერთ დღეს გემის კაპიტანიც გახდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system