თავში

რა კავშირშია გლობალური დათბობა ყავის არომატთან?

​რა კავშირშია გლობალური დათბობა ყავის არომატთან?
რა კავშირშია გლობალური დათბობა ყავის არომატთან?

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილებებმა, შესაძლო,ა ყავის არომატსა და ხარისხზე ზეგავლენა მოახდინოს. მათი აზრით, გლობალური დათბობის პირობებში, რაც მეტი იქნება დღიური ტემპერატურა, მით ნაკლები არომატი ექნება მოყვანილი ყავის მარცვლებს. აქედან გამომდინარე, მომავალში, სავარაუდოდ, კარგი ხარისხის ყავა დეფიციტში აღმოჩნდება და თუ წლიურმა საშუალო ტემპერატურამ მნიშვნელოვნად აიწია, შესაძლოა, ყავა საერთოდ უგემურიც გახდეს. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

მკვლევართა ჯგუფი, პოტსდამის კლიმატური ცვლილებების შემსწავლელი ინსტიტუტიდან, კომპიუტერული მოდელირების მეთოდის გამოყენებით სწავლობდა გარემოს ფაქტორების გავლენას ისეთ რეგიონებზე, სადაც ყავა გამოჰყავთ. კვლევის ერთ ერთი ობიექტი იყო ეთიოპიაც, რომელიც ყავის უმსხვილესი მწარმოებელია აფრიკის ტერიტორიაზე. მათ დაადგინეს, რომ ატმოსფერული ტემპერატურის მატება, წვიმების ნაკლებობა და მოსავლის მიღებისათვის საჭირო სეზონის ხანგრძლივობის დამოკლება პირდაპირ კავშირშია ცუდი ხარისხის ყავის მიღებასთან. 

მეცნიერების თქმით, გლობალური დათბობა და ნაკლები ნალექების მოსვლა გამოიწვევს ყავის ხის ნაყოფის დროზე ადრე დამწიფებას, რაც მათ გემოსა და არომატს დაუკარგავს. თუმცა გარკვეული თვალსაზრისით ისინი ასევე გვამშვიდებენ, რომ ასეთი მარცვლებით შესაძლებელი იქნება კაპუჩინოს, ლატეს და სხვა მსგავსი სასმელების მომზადება.

მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ 21-ე საუკუნის ბოლოსათვის, ეთიოპიის ყავის პლანტაციებში მოსავლიანობა 50%-ით შემცირდება, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს, როგორც ყავის გლობალურ ფასზე, ასევე ეთიოპიის ეკონომიკაზე.

ეთიოპიაში ყავის ინდუსტრიაში დაახლოებით 15 მილიონი ადამიანია დასაქმებული. ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც მეტი სიცხეებია, ფერმერები უკვე ხშირად აღნიშნავენ მოსავლის დაკარგვას და უხარისხო ყავის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system