თავში

რობოტი-ძაღლები 30-ჯერ უფრო იაფად - VIDEO

​რობოტი-ძაღლები 30-ჯერ უფრო იაფად
რობოტი-ძაღლები 30-ჯერ უფრო იაფად - VIDEO

ჩინელმა სპეციალისტებმა ამერიკული რობოტი-ძაღლის ტექნოლოგია დააკოპირეს და მისი 30-ჯერ უფრო იაფად წარმოება დაიწყეს.

ჩინურმა კომპანია Welian-მა ამერიკული კომპანია Boston Dynamics-ის მიერ წარმოებული რობოტი-ძაღლი სახელწოდებით Spot-ის უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ვერსია - AlphaDog შექმნა. ინფორმაციას Gizmochina ავრცელებს.

ჩინეთში უკვე გაყიდვაშია ახალი ძაღლი-რობოტები. თითოეული მათგანის ფასი 2400 დოლარია, მაშინ, როდესაც მისი ამერიკული ვარიანტი 74 500 დოლარი ღირს.

AlphaDog-ი აღჭურვილია ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტითა და სენსორებით, რაც მას ძაღლებისთვის დამახასიათებელ თვისებებს სძენს. კომპანიის მთავარი ინჟინრის, მა ჯი-ს განმარტებით, რობოტი-ძაღლი სირბილისას 14 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და ცხოველ-რობოტებს შორის ყველაზე სწრაფია მსოფლიოში.

რობოტი ასევე კარგად ინარჩუნებს წონასწორობას სიარულისა და სირბილის დროს და კარგად ახერხებს რთულ რელიეფზე გადაადგილებას.

ჩინეთიდან უკვე გაყიდულია 1800-ზე მეტი ერთეული. მყიდველთა უმრავლესობა რობოტების სპეციალისტები, ასევე მოყვარულები და ბავშვები არიან. მომავალში მეცნიერები გეგმავენ რობოტი-ძაღლების უფრო განვითარებას, მათ შორის ყეფის სწავლებას და ხმოვან ბრძანებებზე რეაგირებას. ასევე ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ტექნიკა დაეხმარება უსინათლო და სხვა უნარ-შეზღუდულ ადამიანებს გადაადგილებაში.

ვიდეო: WEILAN AlphaDog  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system