თავში

სად არის კოსმოსში ნამოგზაურები ხეები?

​სად არის კოსმოსში ნამოგზაურები ხეები?
სად არის კოსმოსში ნამოგზაურები ხეები?
© ფოტო: Forest History Society

ბრიტანელი მეცნიერები კოსმოსში ნამოგზაურებ ხეებს ეძებენ. მათი თესლები ,,აპოლონ 14"-ის ბორტით კოსმოსში, მთვარის ზედაპირზე წაიღეს შემდეგ უკან ჩამოიტანეს. მისია ნასა-მ განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 3 ასტრონავტი კოსმოსური ხომალდით მთვარეზე დაეშვა და მოგვიანებით ისევ დედამიწაზე მშვიდობიანად დაბრუნდა. ექსპერიმენტისათვის შერჩეული იყო ფიჭვის რამდენიმე სახეობის, ასევე ჭადრის, ამბრის ხის და სეკვოიის თესლები. ხოლო შესადარებლად, დედამიწაზე მეცნიერებმა ამავე ხეების საკონტროლო თესლი შეინახეს. მათ აინტერესებდათ, თუ როგორი ხე გაიზრდებოდა კოსმოსში ნამოგზაურები თესლებიდან. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

,,აპოლონ 14"-ის ცხრა დღიანი მისიის წარმატებით დასრულების შემდეგ, ხის თესლი ლაბორატორიაში მოათავსეს, თუმცა შემნახველი კონტეინერი მოულოდნელად აფეთქდა, რამაც თესლების დაზიანება და ერთმანეთში შერევა გამოიწვია. ამისდა მიუხედავად, მათი გარკვეული რაოდენობა მაინც გადარჩა, რომლებიც მოგვიანებით სათბურში გადაიტანეს, სადაც 450 ნერგი გაიზარდა. მეცნიერების დაკვირვებით, ისინი ზუსტად ისეთები გაიზარდნენ, როგორიც იმავე ჯიშის სხვა ნერგებია დედამიწაზე.

მოგვიანებით ეს ნერგები ამერიკის შტატებში გაანაწილეს, ხოლო ნაწილი საზღვარგარეთ გაიტანეს მსოფლიოს სხვა და სხვა წერტილში დასარგავად. ხეები ისე გაიზარდა, რომ მათი მუდმივი დაკვირვება არ განხორციელებულა და დღეისათვის ზუსტად არც იციან ყველა მათგანის ადგილმდებარეობა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კოსმოსში ნამოგზაურები ხეებიდან, დღემდე მხოლოდ 60 მათგანია დარჩენილი, ხოლო ბრიტანეთში, მინიმუმ ასეთი 15 ხე უნდა იყოს. ინგლისელი მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, სად იმყოფება ეს ხეები რათა მოხდეს მათი აღბეჭდვა და სიღრმისეული გამოკვლევა.

2015 წელს, ბრიტანელმა ასტრონავტმა ტიმ პიკმა დედამიწის ორბიტაზე, კოსმოსურ სადგურზე 2 კილოგრამამდე სხვა და სხვა ხის თესლი აიტანა. 1 წლის შემდეგ, თესლი უკან დააბრუნეს და სკოლის მოსწავლეებს დაურიგეს დასარგავად. აღმოჩნდა, რომ უწონადობისა და კოსმოსური რადიაცია გამოვლილი ხეების უმეტესობამ გაიხარა, თუმცა მათ გაზრდას ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდა. 

ფოტოგალერეა: Daily Mail. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system