თავში

სად ქრებიან ვარსკვლავები?

​სად ქრებიან ვარსკვლავები?
სად ქრებიან ვარსკვლავები?

ასტრო-ფიზიკაში ყოველთვის საკამათო იყო საკითხი, თუ რატომ და სად ქრებიან ვარსკვლავები. როგორც ცნობილია, ვარსკვლავი მილიარდობით წლის შემდეგ სიცოცხლის დასასრულს ფეთქდება. აფეთქება ძალიან დიდი მანძილებიდან ჩანს, რის შემდეგაც ის იშლება. მაგრამ, არსებობს ვარსკვლავებიც, რომლებიც პირდაპირ ქრება. ეს მოვლენა დღემდე ამოუხსნელად ითვლებოდა. ინფორმაციას space.com ავრცელებს.

მეცნიერებმა სცადეს ამოეხსნათ უკვალოდ გამქრალი ვარსკვლავების საქმე. მათ ამისათვის გააანალიზეს ბოლო 70 წლის განმავლობაში კოსმოსური ტელესკოპებიდან მიღებული ინფორმაცია და ვარსკვლავების კატალოგი. კვლევის ფარგლებში 800-ზე მეტი უკვალოდ გამქრალი ვარსკვლავი გამოვლინდა.

პირველი მოსაზრების თანახმად, შესაძლოა ვარსკვლავის ცენტრში ე.წ. ,,შავი ხვრელი’’ იყოს, რაც მის გარშემო მყოფი მასების ცენტრისაკენ ჩაზიდვას იწვევს. როდესაც ვარსკვლავის ძირითადი ნაწილი უხილავ, ბნელ ცენტრში ჩაიზიდება, ის ფეთქდება მაგრამ აფეთქების შედეგად გამოტყორცნილი სინათლე და ფიზიკური ნაწილაკებიც შავ ხვრელში მიდის, რის გამოც ის აღარ ჩანს.

მეორე, ნაკლებ სავარაუდო მოსაზრებით, შესაძლოა, ვარსკვლავების გაქრობა მაღალგანვითარებული კოსმოსური ცივილიზაციების მიერ იყოს მოწყობილი.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ უცხო ცივილიზაციების არსებობა უფრო მეტად კოსმოსური ობიექტების ამოუხსნელი ქცევით მტკიცდება, ვიდრე დიდი ფოკუსური მანძილის ტელესკოპებითა და რადიო-მიმღებით დაკვირვების საფუძველზე.

თეორიის თანახმად, მაღალგანვითარებული უცხოპლანეტელები სპეციალურ ,,ვარსკვლავურ ინჟინერიას’’ იყენებენ, რითაც კოსმოსური სხეულების - აფეთქებიდან სრულ გაქრობამდე - ჩვენთვის უცნობ განზომილებასა და აგრეგატურ მდგომარეობაში გადაყვანა შეუძლიათ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system