თავში

,,სახეზე ხომ ეტყობა რისი მკადრებელიცაა?"- ვაკეში მელა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს იპარავდა

,,სახეზე ხომ ეტყობა რისი მკადრებელიცაა?"- ვაკეში მელა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს იპარავდა
,,სახეზე ხომ ეტყობა რისი მკადრებელიცაა?- ვაკეში მელა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს იპარავდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი, ვახტანგ ლომჯარია სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიასა და მელას ფოტოს აქვეყნებს.

,,ერთ უწყინარ და ბედნიერ ოჯახს, შუაგულ ვაკეში ეს ,,არამზადა" გოგო შეეჩვია და ისეთი ოინები ჩაატარა, კაი ხანი მასპინძელს პარანორმალური მოვლენების ეპიცენტრში აგრძნობინა თავი.

ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი. კონკრეტული ოჯახის შევიწროებას არ დასჯერდა, მეზობლების რეკეტზეც გადავიდა და გასაშრობად გაფენილი ორი პერანგიც გაიყოლა. საინტერესოა რაში გამოიყენა? 

- ვინ არის დამნაშავე?
პასუხი არ არის.
- სად არის დამნაშავე?
პასუხი არ არის.
უკვე ოჯახის წევრების ნერვული სისტემა, ანალიტიკური და ლოგიკური მსჯელობა ჩიხში რომ შევიდა, ცალ-ცალი ფეხსაცმლით სიარულიც მოდად აქციეს და ერთმანეთს ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება, ყალთაბანდიც გაიფაქტა. 

ეს ოინბაზი კი ,,დაატუსაღეს", მაგრამ თანამზრახველიც ჰყოლია და იმასაც მალე მივუსვამთ გვერდით. 

პ.ს. ისე სახეზე ხომ ეტყობა რისი მკადრებელიცაა?", - წერს ლომჯარია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system