თავში

ტანსაცმელი დამტენის ფუნქციით

​ტანსაცმელი დამტენის ფუნქციით
ტანსაცმელი დამტენის ფუნქციით

როდესაც საუბარია განახლებად ენერგიებზე, უმრავლესობას მზის ბატარეები, ქარისა და წყლის ელექტროსადგურები ახსენდება. თუმცა, კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთი ,,გაჯეტი’’ რომელიც ავტომატურად დაიტენებოდა გენერირებული ელ-ენერგიით, ეკოლოგიურად სუფთა წყაროებისაგან. შედეგად, მეცნიერებმა შექმნეს ისეთი ,,ჭკვიანი პერანგი’’, რომელიც ადამიანის სხეულის მოძრაობისას დენის წარმოქმნას შეძლებდა. მიღებული ენერგიით კი მოხდებოდა ხელზე დამაგრებული საათისა და ფიტნეს-სამაჯურის ელექტრო-კვება. ინფორმაციას Science Daily ავრცელებს.

სან-დიეგოს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ,,ჭკვიანი პერანგი’’ მიკროსქემებით აღჭურვეს, რომლებიც ბიო-ელემენტებს უკავშირდებიან. მიკროსქემებს აქვს ტრიბოელექტრული გენერატორები, რომლებიც ადამიანის ტანის მოძრაობისას დენს გამოიმუშავებს, ხოლო წარმოქმნილი ენერგია ელემენტებსა და სუპერკონდენსატორებში გროვდება. ამ დეტალებს, პერანგზე ერთმანეთთან წყალგაუმტარი ვერცხლის გაყვანილობა აკავშირებს. ეს ყველა დეტალი პერანგთან ერთად ადვილად მოხრადი და წელვადია, ასევე არ ზიანდება წყალთან კონტაქტისას რაც მისი გარეცხვის საშუალებას იძლევა. თუმცა გამომგონებლები არ გვირჩევენ პერანგის საპნით ან შამპუნით გარეცხვას. მისი მხოლოდ გამდინარე წყალში გავლებაა დასაშვები.

,,ჭკვიანმა პერანგმა’’ წარმატებით გაიარა გამოცდის ეტაპები. ჩატარებულ ტესტებში მოხალისეს სირბილისა და ველოტრენაჟორზე ჯდომის დროს ეცვა პერანგი, როდესაც მან ხელზე დამაგრებული თხევად-კრისტალურ დისპლეიანი საათი წარმატებით დატენა. ეს მეთოდი შეიძლება ფართოდ იქნეს გამოყენებული ფიტნეს-სამაჯურებისა და თანამედროვე ციფრული ხელის საათების დასატენად თუ მათ ,,ჭკვიან პერანგს’’ შევუერთებთ.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს 5G ქსელიდან ელ-ენერგიის მიღების გზა. მათ შექმნეს სპეციალური ანტენა, რომელიც აგროვებს ელექტრომაგნიტურ იმპულსებს ჰაერიდან და შესაბამის ენერგიას ბატარეებში აგზავნის. შედეგად, არაერთი ელექტრო-აპარატურის კვება შეიძლება ვუზრუნველვყოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system