თავში

ტბის ფსკერზე ბრინჯაოს ეპოქის ნაქალაქარი აღმოაჩინეს

ტბის ფსკერზე ბრინჯაოს ეპოქის ნაქალაქარი აღმოაჩინეს
ტბის ფსკერზე ბრინჯაოს ეპოქის ნაქალაქარი აღმოაჩინეს

შვეიცარიაში ლუცერნის ტბის ფსკერზე 3000 წლის წინანდელი ნაქალაქარის ნაკვალევს მიაგნეს. უნიკალური აღმოჩენა მილსადენის მშენებლობის დროს გაკეთდა. ტბის ფსკერზე წყლის ქვეშ 4 მეტრის სიღრმეზე მყვინთავმა არქეოლოგებმა ბრინჯაოს ეპოქის 30 ნამუშევარს, ხისა და კერამიკულ ნაკეთობებს მიაგნეს. ინფორმაციას ამის შესახებ Swissinfo ავრცელებს. 

ამ ტერიტორიაზე დასახლების არსებობის შესახებ ისტორიკოსები მანამდეც ვარაუდობდნედ, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობდა. წყალქვეშა საინჟინრო სამუშაოებმა ეს აღმოჩენა შესაძლებელი გახადეს. ნაპოვნი არტეფაქტები მოწმობს, რომ ტბის ტერიტორია დასახლებული იყო არა 2000 წლის წინ, როგორც ამას აქამდე ფიქრობდნენ, არამედ იქ ადამიანები ჯერ კიდევ 3000 წლის წინ ცხოვრობდნენ და საყოფაცხოვრებო საქმიანობას ეწეოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system