თავში

ცხელი შხაპი სხეულისთვის საშიშია - ექსპერტი

ცხელი შხაპი სხეულისთვის საშიშია - ექსპერტი
ცხელი შხაპი სხეულისთვის საშიშია - ექსპერტი
© sippin.com

ბრიტანელმა კოსმეტოლოგმა სხეულისთვის ცხელი შხაპის საშიშროებაზე ისაუბრა. ამის შესახებ გამოცემა Express იუწყება.

კოსმეტოლოგის თქმით, ცხელ წყალში დაბანა უარყოფითად მოქმედებს კანზე. ამ თვალსაზრისით, ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად უმჯობესია აირჩიოთ გრილი წყალი, ასევე შეამციროთ წყლის პროცედურებისთვის გამოყოფილი დრო.

"ცხელი წყალი აზიანებს კერატინის უჯრედებს, რომლებიც განლაგებულია კანის გარეთა შრეზე", - განაცხადა კოსმეტოლოგმა.

ცხელ წყალში ხშირად დაბანამ, შესაძლოა, გამოიწვიოს კანის სიმშრალე და დაავადება, მაგალითად ეგზემა.

დერმატოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ პრობლემური კანის მქონე ადამიანებისთვის ბანაობის დრო უნდა შეიზღუდოს და შხაპის მიღების დრო 5-10 წუთამდე უნდა იყოს დაყვანილი, ხოლო ვისაც კანის დაავადების პრობლემა არ აწუხებს, წყლის პროცედურები 15 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system