თავში

უძილობის წინააღმდეგ ექიმები შიზოფრენიის წამალს ნიშნავდნენ

​უძილობის წინააღმდეგ ექიმები შიზოფრენიის წამალს ნიშნავდნენ
უძილობის წინააღმდეგ ექიმები შიზოფრენიის წამალს ნიშნავდნენ

ექიმი თერაპევტები ნიდერლანდებში არღვევდნენ ძირითად რეკომენდაციებს და უძილობის მქონე პაციენტებს დასაძინებლად ანტიფსიქოზურ საშუალება - კვეტიაპინს უნიშნავდნენ.

კვეტიაპინი - ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება მწვავე და ქრონიკული შიზოფრენიის სამკურნალოდ. პრეპარატს ასევე იყენებენ ბიპოლარული აფექტური აშლილობის წინააღმდეგაც. თუმცა არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ჯანმრთელ პაციენტებში, რომლებსაც ნევროზი და უძილობა აწუხებთ.

ჰოლანდიის ექიმ-პედიატრების ასოციაციამ მოუწოდა ექიმებს, არ გამოიყენონ აღნიშნული პრეპარატი უძილობის მქონე ჯანმრთელ პაციენტებში. მათი განცხადებით, პრეპარატის გვერდითი მოვლენები ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე მისი სარგებლობა ასეთ შემთხვევაში.

დადგენილია კვეტიაპინის მაღალი ეფექტურობა შიზოფრენიის სიმპტომების მიმართ, თუმცა პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი დამოკიდებულება, გონების დაკარგვა, თრომბოზი და მეტაბოლური დარღვევები, მათ შორის გასუქება. კვეტიაპინის მიღებასთან არის დაკავშირებული დიაბეტის განვითარების მაღალი რისკიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system