თავში

0 ლარით ვიწყებ ბრძოლას, ოფისი "ნისიად" ავიღე - გოგი წულაიამ საარჩევნო სია წარადგინა

0 ლარით ვიწყებ ბრძოლას, ოფისი "ნისიად" ავიღე - გოგი წულაიამ საარჩევნო სია წარადგინა
0 ლარით ვიწყებ ბრძოლას, ოფისი ნისიად ავიღე - გოგი წულაიამ საარჩევნო სია წარადგინა

გოგი წულაიამ პარტიის "გოგი წულაია – ახალი ქრისტიან დემოკრატების" საარჩევნო სია წარადგინა.

მისი თქმით, პარტია მერობის ოპოზიციის კანდიდატს დაუჭერს მხარს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი მისი პარტიიდან თავად იქნება.

როგორც გოგი წულაიამ აღნიშნა, სიის წარდგენა პარლამენტის შენობასთან იმიტომ გამართა, რომ ეჩვენებინა როგორი ფიქციაა "ქართული ოცნების" ლოზუნგი "განვითარება ყველა რეგიონს" და პარლამენტის დაჭაობებული ტერიტორია სრულად ასახავს ხელისუფლების დამოკიდებულებას რეგიონებისადმი.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ამბობს, რომ პარტიის ოფისი ნისიად იქირავა. მისი თქმით, ბრძოლას 0 ლარით იწყებს, რადგან "ოცნება" ბიზნესს ატერორებს, რომ ოპოზიციამ დაფინანსება ვერ მიიღოს.

"ერთადერთი თავმჯდომარე ვარ საქართველოში პარტიის, რომელიც 0 ლარით იწყებს ბრძოლას არჩევნებში და ერთადერთი ვარ მგონია, ნისიაზე პური გამოტანა მინახია, არაყს რომ გამოატან მინახია, ოფისი გაგიგიათ ნისიაზე?! პარტიული ოფისი ავიღე ნისიაზე. ვისთანაც მივდიდიოდი ვთხოვდი, რომ დამეხმარე, ამ ქალაქის გამო ვიბრძვი, შენ გაქვს ბიზნესი ამ ქალაქში და ეგ ბიზნესი რომ განვითარდეს, ქალაქი თუ არ განვითარდა და მოქალაქე თუ არ გადარჩა, რა ჩემ ფეხებს განავითრებ ბიზნესს. ყველა თითქმის ხვალ მოდი, ზეგ მოდი, მეორე დღეს დაურეკავ ბათუმში ვარ..ესე იგი უკვე იციან ვისთან მივდივარ, ვის ვთხოვ რამეს, უკვე აფრთხილებენ ყველას, სრული ტერორი მიდის", - თქვა გოგი წულაიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system