თავში

10 წელზე მეტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ - ცერცვაძე

10 წელზე მეტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ - ცერცვაძე
10 წელზე მეტია ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ - ცერცვაძე

მე არ ვიცი, კორონავირუსს რატომ იყენებენ პოლიტიკურ და საარჩევნო კონტექსტში. მე 10 წელზე მეტია, რაც ამ ჯგუფის მხარდამჭერი ვარ - „ქართული ოცნების”, კორონა საერთოდ ხსენებაში არ იყო მაშინ და რატომ გვეთვლება ეს მინუსად, ან არაკორექტულ ქმედებად არ ვიცი“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში.

„იგივე ბატონი კალოიანი, რომელიც ჩემზე არანაკლებ პოპულარული ექიმია და არანაკლებ მაღალი პროფესიონალი, რომელიც ღიად წავიდა პოლიტიკაში და დეპუტატობის კანდიდატია მე მგონია. ან ძალიან ბევრი ცნობილი ექიმი, რომელიც ღიად დადის მათ კრებებზე და საარჩევნო კომპანიებში და ღიად უჭერს მხარს. მათ მიმართ რატომ არ არის კრიტიკა? მათ რამე დააშავეს? ჩვენ რატომ დავაშავეთ? ეს იყო ჩემი გააზრებული გადაწყვეტილება მათი კანდიდატების წარდგენაზე ვიმყფოებოდი,” – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. 

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 8 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system