თავში

100 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან - ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

100 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან - ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა
100 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან - ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს პროკურატურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზეც.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით გამოცხადდა. 

დადგენილების თანახმად ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები ეშვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system