თავში

12 მაისის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დასამტკიცებლად პარლამენტი რიგგარეშე სესიას დღეს გამართავს

დღეიდან 12 მაისი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ ოფიციალურად გამოცხადდება. ამისთვის კანონმდებლები დღეს რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბებიან.

ახალი დღესასწაულის დაჩქარებული წესით დაწესების ინიციატივით პარლამენტს საპატრიარქომ მიმართა. თუმცა ინიციატივა საპატრიარქოსთან შეთანხმებით საქართველოს პრემიერმა გაახმოვანა.

12 მაისი აქამდეც უქმე იყო, თუმცა მანამდე ამ დღეს მხოლოდ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენება აღინიშნებოდა. დღესვე დეპუტატები სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ – უწყების, რომელმაც ივლისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი უნდა ჩაანაცვლოს.

ამ კონკრეტული საკითხებისთვის საგანგებო სხდომის დანიშვნას აკრიტიკებს ოპოზიცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system