თავში

130 პრპორციული და 20 მაჟორიტარი - "ევროპული საქართველოს" ინიციატივა - VIDEO

130 პრპორციული და 20 მაჟორიტარი - "ევროპული საქართველოს" ინიციატივა
130 პრპორციული და 20 მაჟორიტარი - ევროპული საქართველოს ინიციატივა  - VIDEO

130 პრპორციული და 20 მაჟორიტარი - ევროპული საქართველო ახალი ინიციატივით გამოდის. პარტიის ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციის შეხვედრაზე მისმა პარტიამ განსახილველად ახალი ვარიანტი დააყენა.  

"ჩვენ ვთავაზობთ მყარ პრინციპს - არსებითი უპირატესობა უნდა ჰქონდეს პარტიას, 40%-ზე არსებითად მაღლა უნდა იყოს მისი მხარდაჭერა და უნდა მოიგოს მაჟორიტარების დიდი ნაწილი, ამ შემთხვევაში ექნება შანსი უმრავლესობის ჩამოყალიბების. ეს არის პრინციპი და თუ მაინცდამაინც ციფრებში უნდა გადავიყვანოთ, ეს არის 130 პროპორციული ადგილი და 20 - მაჟორიტარი. ეს საკითხი დავსვით ოპოზიციასთან, წინასწარი განწყობა არის პოზიტიური. 100/50-ზე მოდელი დღევანდელი მოდელისგან არ განსხვავდება, ჩვენ ვამბობთ, რომ ძალა, რომელსაც ექნება უმრავლესობის შექმნის შანსი, უნდა იყოს სერიოზული უპირატესობის მქონე და უნდა შეძლოს მაჟორიტარების უმრავლესობის მოგება" " - განაცხადა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმითვე, შეხვედრაზე უკვე დაიწყეს აქტიური კონსულტაციები "ცუდი სცენარის შემთხვევაში" თბილისში მაჟორიტარებთან დაკავშირებით. 

“პირველი, რაზეც შევჯერდით, დავიწყეთ კონსულტაციები ცუდი სცენარის შემთხვევაში თბილისში მაჟორიტარების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტით ბრძოლას მშვიდობიანად. ქვეყნის შიგნით და გარეთაც გრძელდება ძალიან მყარი წნეხი ჩვენს ხელისუფლებაზე, რომ კომპრომისი იყოს საარჩევნო სისტემაზე. ისინი იმეორებენ, რომ არაფერს არ დათმობენ, თებერვალში მორჩება მოლაპარაკებებიო. რადგან ასე ლაპარაკობენ და რადგან ვერაფერს გამოვრიცხავთ, უკვე დავიწყეთ თბილისის მაჟორიტარებზე კონსულტაციების აქტიური ფაზა”, – ამბობს ბოკერია.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის თქმით, ამ შეთავაზებამდე საერთშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ მივიდნენ. დეპუტატი აღნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული მოდელით უდნა ჩატარდეს, როგორც ეს მოქმედ კონსტიტუციაშია მითითებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system