თავში

19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ
19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ ვიდეოკონფერენციას გამართავენ, რა დროსაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმდინარე საკითხებზე ინფორმაციას მიაწვდის.

ვიდეოკონფერენციაზე საქართველოში, ინდოეთში, მიანმარში, მოზამბიკში განვითარებულ ბოლო მოვლენებს, ასევე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს განიხილავენ.

გარდა ამისა, ევროკავშირის მინისტრები ვიდეოკონფერენციის ფორმატში მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system