თავში

"2 ოქტომბერს უნდა გავუფორმოთ განაჩენი" - ნიკა მელია

"2 ოქტომბერს უნდა გავუფორმოთ განაჩენი" - ნიკა მელია
2 ოქტომბერს უნდა გავუფორმოთ განაჩენი - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ გლდანში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია წარადგინა.

როგორც მელიამ გლდანში შეკრებილებს მიმართა, "ყველა მონაცემი მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს".

"ჩვენ გვინდა დავამარცხოთ ეს რეჟიმი არა იმიტომ, რომ ერთი მეორეთი ჩანაცვლდეს, არა! ჩვენ გვინდა დამარცხდეს რეჟიმი, რომ ეს ასობით ბავშვი, ვინც ამ სკვერში ესწრება, ბედნიერი იზრდებოდეს. ჩვენ, მშობლებს გვაქვს ამის უფლება. მეტიც, ვალდებულება გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე! რა გვიშლის ხელს?! არაფერი! ჩვენ ვართ მართლები, როგორც არასდროს, მორალური უპირატესობა ჩვენს მხარეს არის, როგორც არასდროს. მაშ, რატომ ვერ უნდა გავიმარჯვოთ, ამ ქვეყნის მომავლის სახელით!

ელენე ხოშტარია არის მართალი ადამიანი, განსახიერება პატიოსნების. ის აუცილებლად გახდება საკრებულოს თავმჯდომარე", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system