თავში

2 ოლქში ჩვენი და "ნაციონალური მოძრაობის" მონაცემები ძალიან მიახლოებულია - მდინარაძე

2 ოლქში ჩვენი და "ნაციონალური მოძრაობის" მონაცემები ძალიან მიახლოებულია - მდინარაძე
2 ოლქში ჩვენი და ნაციონალური მოძრაობის მონაცემები ძალიან მიახლოებულია  - მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ  2 ოლქში მათი და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის მონაცემები ერთმანეთთან ძალიან მიახლოებულია, თუმცა რომელ ოლქზეა საუბარი, მან არ დააკონკრეტა.

"კვლავ რჩება ორი საარჩევნო უბანი, სადაც ჩვენი და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის მონაცემები ძალიან მიახლოებულია ერთმანეთთან. მოვუწოდებთ ჩვენ ამომრჩევლებს მაქსიმალურად იაქტიურონ, რათა აქაც გამოვრიცხოთ რევანშისტული ძალის გამარჯვება. ეს ჩვენი აქტივის მიერ მოცემული მონაცემებია. არ ჩავაყენებ ცუდ მდგომარეობაში ჩვენს კანდიდატებს და რა თქმა უნდა, არ დავასახელებ ამ ორი ოლქის არც ერთ კანდიდატს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system