თავში

20 ივნისის ნეგატიური გმირი მერობის კანდიდატად არის წარდგენილი - გიორგი გახარია

20 ივნისის ნეგატიური გმირი გი გახარია
20 ივნისის ნეგატიური გმირი მერობის კანდიდატად არის წარდგენილი - გიორგი გახარია

საქართველოს ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ ნიკა მელიას თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენა შეაფასა. მან თქვა, რომ 20 ივნისის ნეგატიური გმირი, რომელიც ახალგაზრდებს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმისკენ მოუწოდებდა, მერობის კანდიდატად მმართველი გუნდის უსუსურობის გამოა წარდგენილი. "ამას ხომ მოხერხება უნდა?", - თქვა გახარიამ. 

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა "ქართული ოცნების" "ბოსებს" "მიულოცა" და განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გულისტკივილი პირველ რიგში მას დარჩა.

"20 ივნისს სახელმწიფომ შეასრულა თავისი ფუნქცია, სახელმწიფოში დაიცვა ქვეყანაში წესრიგი. სხვათა შორის ოცნების დღევანდელ "ბოსებს" მინდა გავახსენო, რომ 20 ივნისს დავიცავით მათი დღევანდელი მდგომარეობა და მე მიუხედავად იმ დიდი გულის ტკივილისა, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და პირველ რიგში მე დამრჩა 20 ივნისის შემდგომ, როდესაც მართლა დაშავდნენ ადამიანები, ქართულმა ოცნებამ, თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას,რომ 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, დღეს ოფიციალურად მერობის კანდიდატად არის წარდგენილი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system