თავში

"2000-მდე სოციალურად დაუცველი დახმარების გარეშე დარჩა"- აქცია ქუთაისში

"2000-მდე სოციალურად დაუცველი დახმარების გარეშე დარჩა"- აქცია ქუთაისში
2000-მდე სოციალურად დაუცველი დახმარების გარეშე დარჩა- აქცია ქუთაისში

"წერილები ოლიგარქის ზნედაცემული თავშესაფრიდან"- "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა, ქალაქის მერიასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

"ქუთაისში 2000-მდე სოციალურად დაუცველი პანდემიის დროს დახმარების გარეშე, ჯერ ცენტრალურმა, შემდეგ ადგილობრივმა ხელოსუფლებამ დატოვა"-  ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს.

ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის კოორდინატორის, სამსონ გუგავას განმარტებით, კარანტინის დროს მოსახლეობის უღატაკესი ფენა შიმშილისთვის გაწირეს.

მისივე განცხადებით, ამისთვის "ქართულმა ოცნებამ" კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system