თავში

2012 წელს ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების პარტია - ღარიბაშვილი

2012 წელს ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების პარტია - ღარიბაშვილი
2012 წელს ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების პარტია - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს, საზოგადოებას მიმართა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიხსენა:

"ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს ათი ათასობით მოქალაქის, ამდენი გულანთებული პატრიოტის წინაშე სიტყვით გამოსვლა. პირველ რიგში, მინდა გულწრფელი მადლობით დავიწყო ჩემი გამოსვლა. დიდი მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, ნდობისთვის, თავდადებისთვის, სიმტკიცისთვის, ბრძოლისა და დღეს აქ მობრძანებისთვის. დღეს აქ, თავისუფლების მოედანზე, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები შევიკრიბეთ, რომლებმაც 2012 წელს სწორედ აქ ვაჩვენეთ ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქართველი ხალხის მტკიცე სურვილი იცხოვროს სამართლიან, თავისუფალ, დემოკრატიულ, მშვიდობიან და მტკიცე სახელმწიფოში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ღირსება და თავისუფლება, სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა. 2012 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული ძალა. ჩვენ დავაფუძნეთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლითაც ქვეყანა დღემდე იმართება. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ფუნდამენტურ რეფორმებს ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით. პროგრესი და წინსვლა ხელშესახებია ყველა სფეროში, საშინაო თუ საგარეო ფლანგზე. სახელმწიფო მოქალაქეს გვერდში დაუდგა, გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია. რაც მთავარია, ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და მოქალაქეზე ორიენტირებული გახდა. ხელისუფლება უსმენს და გრძნობს მოქალაქეების მაჯისცემას. ხელისუფლება ემსახურება ხალხს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system