თავში

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა. 

მომხსენებელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის შესრულებას, შენარჩუნებულია ეკონომიკური სტაბილურობისათვის საჭირო ყველა აუცილებელი პარამეტრი და ამავდროულად მაქსიმალურად არის ორიენტირებული მოქალაქეებზე, რაც იმაში გამოიხატება, რომ უმჯობესდება სოციალური სისტემა, ეტაპობრივად იზრდება პენსიები; პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარება და სოფლის ექიმის ინსტიტუტი მოექცევა ერთი მენეჯმენტის ქვეშ.

კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ბიუჯეტი სწორად არის ფორმირებული და საჭიროებებზე მორგებული.

მისივე განცხადებით ბიუჯეტში არის მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები, რომელიც სოციალური, ჯანდაცვის, განათლების თვალსაზრისით არის მოთხოვნადი და იყო და რჩება ჩვენი საზოგადოების დაკვეთად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ბიუჯეტი სწორად არის ფორმირებული.

"ცხადია ჩვენ მუხლების და მიმართულებების თვალსაზრისით შეგვიძლია ვიდებატოთ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, მიგვაჩნდეს, რომ ციფრები განსხვავებული უნდა იყოს, მაგრამ მთლიანობაში დოკუმენტი არის მორგებული საჭიროებებს, იმ დაკვეთას რომელიც ჩვენ, როგორც მმართველ გუნდს, როგორც ხელისუფლებას საზოგადოებისგან გვაქვს", - განცხადა ზაზა გაბუნიამ.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საკომიტეტო განხილვები კვირის ბოლომდე გაგრძელდება და 18 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შემაჯამებელი მოსმენა გაიმართება.

2020 წლის ბიუჯეტი 14 მილიარდ 200 მილიონით განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system