თავში

2021 ყოფილიყოს წელი, რომელიც გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს ჩვენ ქვეყანას - დავით ბაქრაძე

2021 ყოფილიყოს წელი, რომელიც გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს ჩვენ ქვეყანას - დავით ბაქრაძე
2021 ყოფილიყოს წელი, რომელიც გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს ჩვენ ქვეყანას - დავით ბაქრაძე

,,ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე, მოსახლეობას დამდეგ 2021 წელს ულოცავს. როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, მიმდინარე წელმა მრავალი პრობლემა დატოვა მომავალი წლისათვის, როგორებიცაა პოლიტიკური კრიზისი, ერთპარტიული პარლამენტი, გაჩერებული ეკონომიკა, უზარმაზარი საგარეო ვალი და გაღარიბებული მოსახლეობა.

ბაქრაძემ მოსახლეობას უსურვა, რომ 2021 წელი იყოს შრომის, წინსვლისა და განვითარების წელი, რომელიც გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს ქვეყანას და მოსახლეობას.

„მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი 2021 წელი. პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას, გისურვებთ იმას, რომ კოვიდ პანდემიის ის ბოროტი აჩრდილი, რომელმაც ამდენი მწუხარება და ტკივილი მოუტანა მთელ მსოფლიოს და ჩვენ ქვეყანას, სამუდამოდ ჩაგვებარებინოს განვლილი წლისთვის.

ჯანმრთელობასთან ერთად ასევე გისურვებთ სიკეთეს, მშვიდობას და კეთილდღობას, ძალიან რთული იყო განვლილი 2020 წელი, ძალიან ბევრი პრობლემა დატოვა მომავალი წლისთის, დაგვიტოვა პოლიტიკური კრიზისი, ერთპარტიული პარლამენტი, გაჩერებული ეკონომიკა, უზარმაზარი საგარეო ვალი, ძალიან დიდი პრობლემები, გაღარიბებული და გაჭირვებული მოსახლეობა.

ამ ყველაფერს არ სჭირდება ხელების ჩამოყრა და უიმედობა, ამ ყველაფერს სჭირდება შრომა, ბრძოლა, იმედი და წინსვლა და მე მინდა სწორედ ეს გისუროთ, რომ 2021 წელი ყოფილიყოს შრომის, წინსვლის, განვითარებისა და კეთილდღეობის მოტანის წელი, ყოფილიყოს წელი, რომელიც გარდამტეხ და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს ჩვენ ქვეყანას და ჩვენ მოსახლეობას.

გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს და თითოეულ ოჯახს საქართველოში ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიკეთეს, კეთილდღეობას და განვითარებას.“ - განაცხადა ბაქრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system