თავში

2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე - ირაკლი კობახიძე

2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალძე
2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე - ირაკლი კობახიძე

"ზუსტად 4 წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლება მიიღო. ეს იყო უდიდესი წარმატება, რომელიც შედეგად მოიტანა ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ, გახდეს დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, აგრეთვე „ქართული ოცნების" ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მან კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ საქართველო 2024 წელს ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. 

"მეამაყება, რომ პირადად ვესწრებოდი ევროპარლამენტის სხდომას, რომელზეც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვიზალიბერალიზაციის 4 წლის თავზე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო და შეგახსენოთ, რომ 2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე", - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system