თავში

3-4 ოქტომბერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა

3-4 ოქტომბერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა
3-4 ოქტომბერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა

საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს 3-4 ოქტომბერს ეწვევა. ამის შესახებ NATO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

პრესრელიზში გაწერილია ის შეხვედრებიც, რომელსაც საქართველოში ვიზიტით ჩამოსული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე, როზ გოტმიულერი და NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩები გამართავენ.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და საქართველოს პარლამენტის წევრებთან.

ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს სამუშაო ლანჩი ექნებათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. ისინი ასევე შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნელებს და მოინახულებენ საქართველოს სანაპირო დაცვის ორ ხომალდს.

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე სიტყვით მიმართავს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system