თავში

30 ოქტომბერს გვიპირისპირდება ანტისაეკლესიო დაჯგუფება - კობახიძე

30 ოქტომბერს გვიპირისპირდება ანტისაეკლესიო დაჯგუფება - კობახიძე
30 ოქტომბერს გვიპირისპირდება ანტისაეკლესიო დაჯგუფება - კობახიძე

30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია არის მუდმივი საფრთხე სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ქართულ ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში თავისუფლების გამზირზე მიმდინარეობს.

მისი თქმით, პოლარიზაციის დასასრულებლად აუცილებელია, 30 ოქტომბერს, "ქართულმა ოცნებამ" ბოლომდე მიიყვანოს გამაჯრვება. როგორც კობახიძემ განაცხადა, აუცილებელია, რომ საზოგადოებამ არჩევანი გააკეთოს უსამშობლოობასა და ქვეყნის სიყვარულს შორის.

„ჩვენი ოცნებაა საქართველო ძლიერი ქალაქებით, ძლიერი სოფლებით, ძლიერი ოჯახებით. ჩვენი ოცნებაა გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ამ ოცნებით შეიქმნა ჩვენი პარტია 2012 წელს და სწორედ ეს ოცნება და მიზნები, სამშობლოს სიყვარული, ეროვნული ფასეულობების ერთგულება მოგვცემს ძალას დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. სადაც არ არის სამართლიანობა და მშვიდობა, იქ არ არის წინსვლა და განვითარება. ჩვენ 30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია არის მუდმივი საფრთხე სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის. 30 ოქტომბერს ტარდება ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა, ეს არის ორი ფაქტორი, რომელიც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ დავამთავროთ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ამისათვის კი აუცილებელია 2 ოქტომბრის გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანოთ. 30 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი უსამშობლობასა და ქვეყნის სიყვარულს, ძალადობასა და თავისუფლებას, სიცრუესა და სიმართლეს, არეულობასა და მშვიდობას შორის. 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი წინსვლის, საქართველოს ღირსეული მომავლის სასარგებლოდ და გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system