თავში

"300-ზე მეტი ადამიანი იწყებს შიმშილობას" - ნიკა მელია

"300-ზე მეტი ადამიანი იწყებს შიმშილობას" - ნიკა მელია
300-ზე მეტი ადამიანი იწყებს შიმშილობას - ნიკა მელია

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ მასობრივი შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

მისივე ინფორმაციით, სიის შედგენა მიმდინარეობს.

"ამ წუთის მდგომარეობით, ახლა სია დგება... უკვე რაც შემიძლია დავადასტურო, 300-ზე მეტი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კიდევ ასეული შემოუერთდება ამ პროტესტს," - განაცხადა ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს.

გადაწყვეტილება პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილებს პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააცნო.

მისივე თქმით, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system