თავში

5G ქსელების მემორანდუმი გაზრდის ინტერესს საქართველოს მიმართ - ზალკალიანი

5G ქსელების მემორანდუმი გაზრდის ინტერე
5G ქსელების მემორანდუმი გაზრდის ინტერესს საქართველოს მიმართ - ზალკალიანი

5G მემორანდუმის ხელმოწერა და მისი წარმატებული განხორციელება სწორედ ამ მიზანს მოემსახურება და მნიშვნელოვანად გაზრდის ამერიკული კომპანიების დაინტერესებას საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმზე ხელმოწერა არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ სტრატეგიული პარტნიორობის, რომელიც გვაკავშირებს აშშ-სთან. 

"ყველას კარგად მოეხსენება, რომ პოლიტიკურ დონეზე ჩვენ თანამშრომლობის უმაღლეს ნიშნულზე ვართ, ისევე როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენი ამბიცია, არის რომ სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის დონე გაუთანაბრდეს, სწორედ პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებს.

5G მემორანდუმის ხელმოწერა და მისი წარმატებული განხორციელება სწორედ ამ მიზანს მოემსახურება და მნიშვნელოვანად გაზრდის ამერიკული კომპანიების დაინტერესებას საქართველოს მიმართ. ამავდროულად, ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუნდაც იმ ახალი გამოწვევების ფონზე, რომელიც მოიტანა გლობალურმა პანდემიამ.

აღნიშნული მემორანდუმის გაფართოებით საქართველო შეუერთდა ჩვენი ნატოელი და ევროკავშირის პარტნიორების საერთო ინიციატივას ე.წ. სუფთა ქსელების თაობაზე, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მომავალი თაობის ინტერნეტის სანდო ეკოსისტემის, ციფრული სერვისებისა და მთლიანად ციფრული ეკონომიკის განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად," - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system