თავში

63-ვე მუნიციპალიტეტში დაიწყება ურბანული განახლების პროექტი - ირაკლი ღარიბაშვილი

63-ვე მუნიციპალიტეტში დაიწყება ურბანული
63-ვე მუნიციპალიტეტში დაიწყება ურბანული განახლების პროექტი - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ურბრანული განახლების პროექტი დაიწყება. ამის შესახებ მან ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას თქვა. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარრი აქცენტი სწორედ რეგიონების განვითარებაზე და განახლებაზე იქნება მომდევნო წლების განმავლობაში.

"დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტები. 63-ვე მუნიციპალიტეტში დაიწყება ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს რეალურად ევროპული განვითარების, ევროპული სულისკვეთების შეტანას ყველა მუნიციპალიტეტში. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ გამოწვევები რჩება დღეს ჩვენს ქვეყანაში. თითქმის 3000-მდე სოფელს არ აქვს ხარისხიანი წყალი. გამოწვევად რჩება როგორც საქალაქთაშორისო, ისე შიდა გზების შენახვა- რეაბილიტაცია- აღდგენა, ასევე ცენტრალური მაგისტრალების მშენებლობის დასრულება, შესაბამისად, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მთავარი აქცენტი სწორედ რეგიონების განვითარებაზე და განახლებაზე იქნება მომდევნო წლების განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system