თავში

6 - თვიანი შატალო არ გამიგია - ზილფიმიანი ოპოზიციაზე

6 - თვიანი შატალო არ გამიგია - ზილფიმიანი ოპოზიციაზე
6 - თვიანი შატალო არ გამიგია - ზილფიმიანი ოპოზიციაზე

პარტია "ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთი ლიდერის დავით ზილფიმიანის თქმით, ოპოზიცია 6 თვიან შატალოზე იმყოფება, რაც სრულიად მიუღებელია. 

ზილფიმიანის თქმით, თუ ოპოზიციას პარლამენტში მუშაობა უნდა კონსტრუქციული ნაბიჯები უნდა გადადგას და სრულყოფილად მიიღოს საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობა. 

"იცით რომ მე პროფესიით არ ვარ იურისტი, მაგრამ იმ კომიტეტებში ვიღებ მონაწილეობას, რომელშიც ვთვლი, რომ შემიძლია რაღაც სიკეთე მოვუტანო იმ მიმართულებებს, რომლებშიც აღვიზარდე და ჩვენი მეცნიერების და განათლების კომიტეტის გარდა, საგარეო კომიტეტის გარდა, ისე მოხდა რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პრაქტიკულად 15-ვე კომიტეტზე ჩვენ გვიწევს სიარული და მადლობა ღმერთს, უკვე დიდი ხანია "მოქალაქეები" შეგვეშველნენ. დავიღალეთ რა, ყველგან ჩვენ დავდივართ. ესე იგი სრული შატალოა. 6-თვიანი შატალო არ გამიგია კაცო. ახლა შემოვიდნენ, დაიღალნენ, ისევ წავიდნენ. ახლა ერთი კვირა არ მოვლენ კიდე. ნუ, რა არის, ვერ გავიგე აქ, თუ მუშაობა გვინდა, ვიმუშაოთ, თუ არადა კრიტიკაზე ადვილი რა არის, მოდი რამე კონსტრუქციული თქვი კაცო", - ანაცხადა ზილფიმიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system