თავში

დღეს პიკეტირება დასრულდა - აქციები გაგრძელდება

დღეს პიკეტირება დასრულდა - აქციები გაგრძელდება
დღეს პიკეტირება დასრულდა - აქციები გაგრძელდება

,,დღეს პიკეტირება დასრულებულია, შევიკრიბებით პარლამენტთან ხვალ, ან მაშინ, როცა იმუშავებს", - განაცხადა პარლამენტის წინ, მოძრაობა,,სირცხვილიას" საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

მისივე თქმით, სასესიო კვირის გახსნისთანავე, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მასშტაბურ აქციას გეგმავენ. 

დილიდან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველის გამზირსა და ჩიტაძის ქუჩაზე შეიკრიბნენ. მათ პარლამენტის შესასვლელების ჩაკეტვა სურდათ, თუმცა პარლამენტის შესასვლელებთან პოლიციის მიერ აღმართული რკინის ჯებირები დახვდათ, რის გამოც პიკეტირების საშუალება არ მიეცათ.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. რასაც სამოქალაქო მოძრაობისა და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები პროპორციულ საარჩევნო კანონმდებლობაზე გადასვლას გერმანული მოდელის მიხედვით ითხოვენ. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system