თავში

პრემიერის ხელმძღვანელობით დღეს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება

პრემიერის ხელმძღვანელობით დღეს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება
პრემიერის ხელმძღვანელობით დღეს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, დღეს, 14:00 საათზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. ამის შესახებ report.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. 

სხდომას მთავრობის მეთაურის გარდა დაესწრებიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელიც სახელმწიფო უშიშროების, საგარეო და საშინაო, სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული, სამოქალაქო, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებს განიხილავს.

ცნობისთვის, 2018 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო დაიშალა და შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system